| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამინდის პროგნოზი
ამჟამად საიტზეა 81 სტუმარი
გილოცავთ ...წარმატებებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათას მონაწილეს შორის (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას).
ლაშქრობა

9 ოქტომბერს სპორტის მასწავლებლის ბატონ ოთარ სალუქვაძის ხელმძღვანელობით შპს "ფარნავაზის" მოსწავლეებმა და პედაგოგებმა: ბუნების ქალბატონ სოფიო გოგმაჩაძის,ისტორიის ქალბატონ გიტა მახარაძის, ბიოლოგიის ქალბატონ მაია მჟავანაძის ჩართულობით მოაწყვეს შემეცნებითი ლაშქრობა. ლაშქრობის მიზანი იყო :ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მოსწავლეებში,ისტორიული ძეგლების მონახულება და საქართველოს ფლორისა რელიქტური წარმომადგელების გაცნობა.
დალაშქრეს 9 კმ.სიგრძის თვალწარტაცი კინტრიშის ხეობა,გზადაგზა იხილეს მთის ფოთლოვანი ტყის უნიკალური სახეობები:წაბლი,მურყანი,წიფელი,ზოგიერთი ბუჩქი და ბალახოვანი მცენარე.იხილეს თაღოვანი ხიდები.მოილოცეს ცხემვანის მამათა მონასტერი.
მადლობა პედაგოგებს ამ დაუვიწყარი დღისთვის.
ახალი სასწავლო წელი ახალი გამოწვევები
გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!
შპს "ფარნავაზი" უკვე 20 წლის შემდეგ ამაყად,წელგამმართული და შემართებული ხდება ახალ სასწავლო წელს!
გისურვებთ წარმატებებს!
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მზადაა ახალი გამოწვევების დასაძლევად!
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ტრადიციებით!
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პედაგოგებით
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით!
ჩვენ ვამაყობთ თქვენით ჩვენო აღსაზრდელებო!
კიდევ ერთი წარმატებული წელი

ქვეკატეგორიები
-
დოდო მასწავლებელო გილოცავთ!
დიდი სიყვარულით ვულოცავთ დაბადების დღს!
გისურვებთ დღეგრძელობას,მზეგრძელობას და ულევ სიხარულს!












