FacebookMySpaceTwitterLinkedin

სკოლის სიახლეები

Facebook

14:52, 12th February 2026
თებერვალი 2026
1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728

ამინდის პროგნოზი

 

 

ამჟამად საიტზეა 26 სტუმარი

ინგლისური ენის პროგრამის შესახებ

"ფარნავაზელებისთვის" და არა მარტო..
გაწვდით ვრცელ ინფორმაციას "ფარნავაზში" ინგლისური ენის პროგრამის სწავლების შესახებ,თუ რომელი კლასის პროგრამა საერთაშორისო გამოცდის შემთხვევაში TOEFL-ის; Oxford-ის რა დონეს შეესაბამება..
სკოლა ფარნავაზი 2022-2023 აკადემიური წლიდან თანამშრომლობს English Book Education-თან. თანამშრომლობის ფარგლებში განახლდა სასწავლო რესურსები და სრულად თავსებადი გახდა საერთაშორისო სტანდარტებთან სწავლების ყველა კომპონენტი.Macmillan Education-ისა და Pearson education-ის რესურსებით აღიჭურვა ინგლისური ენის კათედრა, რამაც უზრუნველყო სწავლა-სწავლების პროცესის მოდერნიზება.სასწავლო პროცესში გამოყენებული იქნა Macmillan education-ისა Pearson education-ის სახელმძღვანელოები Give me Five! (2-7 კლასებისთვის) და Focus 2nd editon (7-11 კლასებისათვის)
რომლებიც საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს (CEFR) მიხედვითაა შედგენილი და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს ინგლისური ენის სწავლა-სწავლების მიმართულებით. გარდა ამისა, სახელმძღვანელოები მოსწავლეებს უვითარებს ყველა საჭირო უნარ-ჩვევას (იგულისხმება: წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი), რომელიც შესაძლებლობას მისცემს, მიაღწიონ სასურველ შედეგს საერთაშორისო გამოცდებზე.
რაც შეეხება უშუალოდ პროგრამას, რომელიც შეირჩა სკოლის კათედრასთან მუშაობის პროცესში:
Give me Five! – II-VI- კლასი.Give me Five! არის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, (Pre A1-B1)რეალისტური და თანამედროვე კონტენტი, პროექტები, რომელებიც წიგნის თითოეულ იუნიტს ახლავს, მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკული აზროვნებასა და კოლაბორაციის უნარებს, რაც ეხმარება გამოიყენოს და გაიუმჯობესოს ინგლისური ენის დონე და აჩვენოს მსოფლიოს რისი გაკეთება შეუძლია მას. თითოეულ მოსწავლეს წიგნთან და სამუშაო რვეულთან ერთად ექნება წვდომა პლატფორმასთან, სადაც დახვდება დამატებითი რესურსები და აქტივობები.
Give me Five! გამორჩეულია Navio-ს აპლიკაციით, რომელსაც გარდა რეურსებისა, ციფრული პლატფორმა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ივარჯიშონ, როგორც საკლასო ოთახში, ასევე სახლში, შეამოწმონ მათი პროგრესი წლის განმავლობაში და მიიღონ ჯილდო იმ სისტების მიხედვით, რომელიც Navio-ს ახლავს.
რაც შეეხება კურსის მორგებას საერთაშორისო გამოცდებზე. კურსის წარმატების შეთხვევაში მოსწავლე შეძლებს Toefl Junior-ისა და Toefel Primary- ს წარმატებით დახურვას. (ყველა კომპონენტში)
Focus 2nd edition - VII-XI- კლასი. Focus 2nd edition- არის 5 დონიანი სასწავლო კურსი, რომელიც განკუთვნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის. (CEFR- A2-C1+/ Elementary to upper Intermediate)Pearson Education-ის დინამიური ფოტოგრაფიის, ვიდეო მასალისა და რეალისტური კონტენტის საშუალებით მოსწავლეები მეტად უახლოვდებიან სამყაროს, რაც მომავალში ეხმარებათ გლობალური საკითხბისა და იმ თემების გადაწყვეტაში, რაც ჭირდებათ არა მხოლოდ საკლასო ოთახში, არამედ საერთაშორისო გამოცდებსა და მომავალ კარიერულ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. წიგნთან და სამუშაო რვეულთან ერთად მოსწავლეებს ექნებათ წვდომა პლატფორმაზე (კოდის საშუალებით) სადაც დახვდებათ დამატებითი რესურსები, პროექტები და აქტივობები.როგორც ზემოთ აღვნიშნე, საერთაშორისო კურსები მორგებულია საერთაშორისო გამოცდებზე. კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში მოსწავლე აფიქსირებს შემდეგ დონეს:
TOEFL-ის საერთაშორისო გამოცდის შემთხვევაში:
TOEFL Primary, Step 1- III-IV კლასელები წერენ, მაქსიმალური ქულა არის 111, მაქსიმალური დონე საერთაშორისო სტანდარტით A2Step 2- V-VI კლასი, მაქსიმალური ქულა 115, მაქსიმალური დონე საერთაშორისო სტანდარტით- B1TOEFL Junior- VII-X კლასი, მაქსიმალური ქულა 900, მაქსიმალური დონე საერთაშორისო სტანდარტით- B2TOEFL ITP- XI-XII კლასი, მაქსიმალური ქულა 677, მაქსიმალური დონე საერთაშორისო სტანდარტით CPearson young learners- pearson international certificate-ს შემთხვეევაში
მაქსიმალური ქულა 100, გადამსვლელი არის 51. ამოწმებს ოთხივე უნარს (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი)
Young learners- 4 დონე აქვს, იწერება მეოთხე კლასის ჩათვლით. მაქსიმალური დონე საერთაშორისო სტანდარტით A1-A2 VII კლასიდან PTE General- მაქსიმალური დონე მოსწავლის შესაბამისად: C2Pearson Placement test- პირსონის დონის განმსაზღვრელი ტეტი, იწერება VII კლასიდან. მაქსიმალური ქულა 100- მაქსიმალური დონე საერთაშორისო სტანდარტით C2
საერთაშორისო გამომცემლობების სახელმძღვანელოები აღჭურვილია თანამედროვე მიდგომებზე ორიენტირებული ვიდეო/აუდიო მასალებითა და 21-ე საუკუნის გლობალური უნარჩვევების განმავითარებელი რესურსებით. ეს რესურსები ორგანიზაციის მიერ მიწოდებული არის თითოეულ საფეხურზე.
ასე რომ არა ნაირ საჭიროებას დამატებითი მასალებისა,მასწავლებლებისა თუ ცენტრებში ......არ საჭიროებს "ფარნავაზელები".

მათემატიკის შედეგები

"ფარნავაზელებო" და არა მარტო გილოცავთ კიდევ ერთი საგნის დადებით ქულებს.
Nika Nakani40 ქ; თეკლა ჯაფარიძე ყოჩაღებო!
ყველა ჩვენს აბიტურიენტს გილოცავთ თქვენი ცხოვრების კიბეზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფეხურით მაღლა ასვლას! მადლობა თქვენ ჩვენთან ერთად გატარებული ულამაზესი უკვე წარსულისთვის.
ველოდებით შემდეგი საგნების შედეგებს..
"ფარნავაზი", რომელიც წარმატებულ თაობებს ზრდის, სამშობლოს,მშობლიური კუთხის და თქვენს სამსახურშია...
განათლება და მხოლოდ განათლება გადაგვარჩენს!
უკლებლივ ყველა ველოდებით შემდეგი საგნების შედეგებს..
"ფარნავაზი", რომელიც წარმატებულ თაობებს ზრდის, სამშობლოს,მშობლიური კუთხის და თქვენს სამსახურშია...

ინგლისური ენის შედეგები

"ფარნავაზელებო" და არა მარტო გილოცავთ კიდევ ერთი საგნის ინტერესი დაიკმაყოფილეთ.
ინგლისურ ენაში კლასში ყველაზე მაღალი ქულა თეკლა ჯაფარიძე 68ქ,ელისაბედ მიქელაძე 65ქ,ნუცა მეგრელიძე 64,გვანცა სურმანიძე 60,სანდრო მჟავანაძე 59,ნიკა ნაკანი 58 და ა.შ....
ცოტაც მოითმინეთ და შემდეგი საგნებითაც გავიხაროთ....

ქართული ენისა და ლიტ.შედეგები

"ფარნავაზელებო" და არა მარტო, გილოცავთ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის შედეგებს.
წინ კიდევ შეგვიფართქალდება გული შდეგების მოლოდინში თუმცა,მახარებს დღევანდელი შედეგიც.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი სკოლაში,საკლასო ოთახში მიღებული ცოდნა,(რამდენადაც არასერიოზულად,)უფრო საგაკვეთილო პროცესის კუთხით ,"როდის დასრულდება გაკვეთილი",........უფრო მნიშვნელოვანი და შედეგიანიცა.
მადლობა "ფარნავაზელ" ყველა ქართული ენის ადა ლიტერატურის პედაგოგებს( ტრადიციულად "ფარნავაზში" ყველა კლასში სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლის),რომლებსაც თუნდაც ერთხელ მაინც ჩაუტარებია ელისაბედ მიქელაძისთვის 2022-2023 სასწ.წლის გამოსაშვები კლასისთვის გაკვეთილი.
ელისაბედ მიქელაძის 53 ქულა ,მართალაც გასაოცარი შედეგია,(კლასელებმა თუ არა ვინ იცის)მისი განწყობა საერთოდ ტესტირებებზე,კონკურსებზე.გასახარია ნიკა ნაკანის 51 ქ.,საერთოდ ყველას ყოჩაღ..თუმცა ვფიქრობ ცოტა მეტიც შეგეძლოთ და ველოდით.
წარმატებებს გისურვებთ ,მერწმუნეთ კარგია მაღალი ქულა რა თქმა უნდა, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნება,თვითშეფასების ამაღლება უფრო მეტია სამომავლო ცხოვრებისთვის,ყოველდღიურობისთვის.
წარმატებებს გისურვებთ.
უფალმა ყველაზე რთულ გამოცდაში რასაც ცხოვრება ჰქვია ,საუკეთესო უნარები,,ჩვევევბი გამოგავლენინოთ.გაგეხარებინოთ ოჯახი,სკოლა,საზოგადოება.

სერიიდან შემოფეთებები

სერიიდან "შემოფეთებები"
წარსული ლამაზი სიზმარია....
გაძლიერებული სწავლება,მცირე კონტიგენტიანი კლასები,უამრავი აქტივობები საგაკვეთილო პროცესში,თანამედროვე ტიპის სწავლება/მიდგომები,არაფორმალური განათლება იძლევა საშუალებას "ფარნავაზში"ჩამოყალიბდეს პიროვნება.ხასიათით,უნარებით მოერგოს სხვადასხვა სიტუაციას.გარემოსთან ადაპტაცია,დამკვიდრება და საუკეთესო მონაცემების გამოვლენა....
აი ჩვენისკოლის შედეგი.
"ფარნავაზელების" ევროპულ გამოცდილებებს შევეცდებით გაგაცნოთ/გაგიზიაროთ.
მადლობა "ფარნავაზის" გუნდ,თქვენს გარეშე ყველაფერი არაფერია!

სკოლის შესახებ

დაარსებიდან დღემდე „ფარნავაზზე“.......
(გამოვყოფთ ,მხოლოდ ექსკლუზიურ მახასიათებლებს)
1.პირველი კერძო სკოლა აჭარის სივრცეში,2016 წლიდან ვფუნქციონირებთ.სკოლა გახსნილო 5 მოსწავლით. 27 წლიანი გამოცდილებით,ტრადიციებით.
2 . 1999-2000 სასწ. წლიდან 10 ბალიანი სისტემით მომუშავე სკოლა,თავდაპირველად უნიშნო სისტემით.პირველად შემოვიტანეთ სხვადასხვა საგნობრივი პროგრამები.ჩვენი პირველი ნაბიჯებით ახლა უკვე თითქმის დამკვიდრებული დაწყებითი კლასების გასაგნობრივებული სწავლება.კლასის კურატორები,ანუ მრჩეველი ინდივიდუალური მოსწავლისთვის,მშობლისთვის.
3. გვქონდა და გვაქვს დღემდე:უცხო ენა 5სთ კვირეული,სამი უცხო ენა ინგლისური,რუსული,გერმანული,(მშობლის არჩევანით),ყველა საგნის გაძლიერებული პროგრამებით სწავლება.ენებში ლიტერატურა და გრამატიკა ცალკე საათებად.ეთიკა/ესთეტიკა/მეტყველების კულტურა.შრომა/ხელგარჯილობა/ხატვა..დავამატეთ ამ ბოლო წლეებში ადგილობრივი კერძები/კულინარია.შემოქმედებითი უნარებისთვის სხვადასხვა წრეები,სექციები.კლუბები.ვამაყობთ დღემდე თეატრალურ სტუდიით და წელს თოჯინების თეატრითაც გავახარეთ პატარები.სპორტული აქტივობების არჩევანი...
უკვე ორი წელია დაინერგა ბრიტანული სკოლის ინგლისური პროგრამა English Book Education-თან თანამშრომლობით. (ამაზე ცალკე ვრცლადაც გიამბობ). მხოლოდ ჩვენთან აჭარაში სასწავლო პროცესში გამოყენებული იქნა Macmillan education-ისა Pearson education-ის სახელმძღვანელოები Give me Five! (2-7 კლასებისთვის) და Focus 2nd editon (7-11 კლასებისათვის) რომლებიც საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს (CEFR) მიხედვითაა შედგენილი და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს ინგლისური ენის სწავლა-სწავლების მიმართულებით. გარდა ამისა, სახელმძღვანელოები მოსწავლეებს უვითარებს ყველა საჭირო უნარ-ჩვევას (იგულისხმება: წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი), რომელიც შესაძლებლობას მისცემს, მიაღწიონ სასურველ შედეგს საერთაშორისო გამოცდებზე.
წელს გავლილი ტრენინგების,აპრობაციების შემდეგ ვნერგავთ მათემატიკას პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით Max Math,რომელიც შექმნილია “Cambridge Primary’’-სა და “The International Baccalaureate PYP”-ის პროგრამების მიხედვით და აგებულია „A Singapore Approach” სახელწოდებით საყოველთაოდ აღიარებულ მეთოდოლოგიაზე. სინგაპურის მეთოდით..(ამის შესახებ ვრცლად გვქონდა ინფორმაცია.
„ფარნავაზში“ არის ყველა საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზა.ლიფტი,კომპიუტერული კაბინეტები,მდიდარი ბიბლიოთეკა/ციფრულიც.სააქტო,ღია და დახურული სპორტული დარბაზები.ყველა კლასში სმარტ ტელევიზორები.უწყვეტი ინტერნეტი საგაკვეთილო პროცესში.
კლასებში მცირე კონტიგენტი გვაძლევს საშუალებას ,ინდივიდუალურად მოსწავლეთა აკადემიური მონაცემების გათვალისწინებით სწავლების დონის ამაღლებას.
4. მშობელთა კომფორტისთვის,სკოლაში ჩართულობისთვის დირექციას ეხმარება კლასის კურატორები/მშობელთა,ბავშვთა მრჩეველები.რომლებიც ყოველწამიერად ხაზზე არიან აწვდიან ინფორმაციას არა მარტო ცოდნის შესახებ არამედ განწყობის,ქცევის,ჯგუფში ურთიერთობების.სკოლის ელექტრონული ჟურნალი “EDU.PAGE”ით იგზავნება ყოველდღიური კომენტარები,შეფასებები.არის უკუკავშირის შესაძლებლობები მთელ სასკოლო სივრცესთან შეუზღუდავად .პედაგოგები ყოველი თემატიკის ვიდეო მასალებს ,შესასრულებელ ტესტებს,სხვადსხვა აქტივობებს აქედანვე უგზავნიან მოსწავლეებს.
„ფარნავაზში“ „არ ვიყავიო „ არ მოსულა!!!!!!!!...
ყველაფერი ღიადაა,ინახება სწვავლის პირველივე დღიდან მასალები და ნებისმიერ დროს შეგიძლია მოისმინო,უყურო,გაიმეორო.არის თემატურების ჩათვლები,(საუნივერსიტეტო სისტემებთან,ქვიზებთან ვაცნობთ,ვაჩვევთ).წლიური საგნობრივი გამოცდები. შეფასებების,გაცდენების შესაბამისად უმკაცრესი კლასიდან კლასში გადაყვანის სისტემა.ცოდნა დისტანციურად კარგია,მაგრამ „ფარნავაზი“ მიუხედავად კლასისა ,ჯანმრთელობის პრობლემის გარდა სკოლაში დასწრება/სწავლება რეპეტიტორის გარეშე უმთავრესია..
ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს,..გზას რომელსაც მივყავვართ ცოდნასთან,მოწესრიგებულობასთან,სულიერებასთან,სიკეთესთან.
მიზანი ,რომელიც „ფარნავაზს“ გახსნის დღიდან დღემდე ამშვენებს: სიკეთე,სიმართლე,მიუკერძოვებლობა,თავისუფალი ურთიერთობები,თანამშრომლობითი,გაგებაზე აგებული დამოკიდებულებები. მოწესრიგებული ,ოჯახური, მშვიდი, მყუდრო,დაცული,ბავშვზე ორიენტირებული,უსაფრთხო,კეთილგანწყობილი გარემოა.
მთავარი მაინც სულია.სული სუფთ და მშვიდი.
მადლობა ყველა „ფარნავაზელს“ კურსდამთავრებულს,გადასულს თუ ამჟამინდელს ჩვენობისთვის.ჩვენ თქვენით ვართ ძლიერები....
ვცლად სკოლის ფეის.გვერდზე

2022 წლის წარმატებული მოსწავლეები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა ლევან ზოიძემ საზეიმოდ დააჯილდოვა დიპლომებითა და ფასიანი სასაჩუქრე ვაუჩერებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მედალოსანი კურსდამთავრებულები,მათ შორის ხუთი "ფარნავაზელი" კურსდამთავრებულიც: ნიკა ნაკანი,სანდრო მჟავანაძე,ნუცა მეგრელიძე,ელისაბედ მიქელაძე,თეკლა ჯაფარიძე, "ფარნავაზელებს" სიგელები და სასაჩუქრე ვაუჩერები,ჩვენდა გასახარად, გადასცა ყოფილმა "ფარნავაზელმა", ჩვენმა საოცარმა ბატონმა დავით ვერულიძემ.უფალმა გვიმრავლოს სახელოვანი კურსდამთავრებულები.
გილოცავთ, ღირსეულად გეტარებინოთ ეს წარმატება,ამ დაფასებას ტვირიც ახლავს,დაამტკიცოთ უნდა თქვენი მომავლით ღირსეულობა,ადამიანურობა.ასახელოთ უნდა ოჯახი,სკოლა,მუნიცეპალიტეტი.
სასიხარულოა როცა შრომა ფასდება,მჯერა თქვენი და საერთოდ ყველა 2022-2023 სასწავლო წლის ქობულეთი მუნიცეპალიტეტის კურსდამთავრებულების.. წარმატებული ცხოვრების წესით,სწავლით ასახელეთ ოჯახები,სკოლა,მუნიცეპალიტეტი.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხ.სკოლის face.გვერდზე

გილოცავთ 2021 წ მედალოსნებო!

2021 სასწალო წლის"ფარნავაზელო" ოქროს მედალოსნებო Elene Mikeladze,@დავით თურმანძე;@საბა ბუნტური;@საბა ვერულიძე კიდევ ერთხელ გილოცავთ (განმეორებით მოგვეცა საშუალება ამისი) დამსახურებულ ოქროს მედალოსნობას.
"ფარნავაზი" განებივრებულია არა მარტო გრანტოსნებით არამედ მადლიერების წერილებით უმაღლესი სასწავლებლიდან, სადაც წარმატებულად აგრძელებთ სწავლას. რისი საფუძველიც თქვენ ":ფარნავაზმა" მოგცათ.კარგი სწავლით,შრომით,კონკურსებში გამარჯვებებით დაიმსახურეთ სახელმწიფოსგან ეს ჯილდო..
წარმატებებს გისურვებთ კვლავაც ყველგან და ყველაფერში..და რაც მთავარია გვჯერა"ფარნავაზის" შეგონებანი არასოდეს დაგავიწყდებათ!
P.Sგთხოვთ შემოგვიაროთ არდადეგების პერიოდში კიდევ ერთხეთ ჩასახუტებლად და მედლების გასატანად
სრულად იხ. "ფარნავაზის' ფეის გვერდზე.
 
 
 
 
მოწონება
 
 
 
კომენტირება
 
 
გაზიარება
 
 

ქვეკატეგორიები