FacebookMySpaceTwitterLinkedin

სკოლის სიახლეები

Facebook

14:52, 12th February 2026
თებერვალი 2026
1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728

ამინდის პროგნოზი

 

 

ამჟამად საიტზეა 26 სტუმარი

ვიცი ,გიზიარებ

მახარებს თქვენი აქტიურობა, ჩართულობა.
"ვიცი,ვფლობა და გიზიარებ ცოდნას"...ეს სლოგანი შპს"ფარნავაზის" თვითმმართველობიდან წამოვიდა.რასაც მოჰყვა გამოხმაურება.
"ფარნავაზის " მერვე კლასის მოსწავლემ ნიკა კაიკაციშვილმა სურვილი გამოთქვა თანატოლებისთვის გაეზიარებინა გამოცდილება და დახმარებოდა ფანდურის დაკვრის შესწავლაში.შედგა მსურველთა სია და უკვე მესამე მეცადინეობაც ჩატარდა..
გაოცებული და ამაყი ვარ Nika Kaikacishvili თქვენით.რა ოსტატურად,პროფესიული კუთხითაც გამართულად ატარებ მეცადინეობებს.მჯერა შენი ნაღდი ქართველობის.ჯანსაღი ურთიერთობების,მეგობრობის და სიყვარულის,რის გარეშეც არ გამოვიდოდა ეს წამოწყება.
წარმატებებს გისურვებთ.უფალი გფარავდეს.გვიმრავლოს თქვენნაირი მომავალი თაობა!
განათლება და ერთმანეთზე ზრუნვა გადაგვარჩენს!!!

პირველი შეხვედრა

გილოცავთ და საკუთარ თავს ვულოცავ ამ დიდ მიღწევას."ფარნავაზში" ჯავახიშვილის უნიუვერსიტეტის პროფესურა ატარებსლექცია/ ჩართვას.....
დღეს ქიმიის დღე გვქონდა ,საგაკვეთილო პროცესში ჩაგვერთო ქალბატონი ელზა მარქარაშვილი.
წარმატებას გისურვებთ "ფარნავაზელებო"!!!
მოლოდინი დიდია და მინდა გამართლებული ყოფილიყოს ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობები.

პირველადი სამედიცინო დახმარება

შპს"ფარნავაზში" განსაკუთრებული ყურადღება გარდა საგნობრივი აკადემიური ცოდნისა,სულიერებას,ეთიკას ,ესთეტიკას ეთმობა.ახლა ელემენტარული სამედიცინო განათლების საჭიროებაც დავინახეთ.შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა რომელიც გადანაწილებულია,როგორც სადამრიდაგებლო საათებზე ასევე სცეციალურ შეხვედრებზე...ამ შეხვდერებს სპეციალობით მედიკი უძღვება,დადებული მემორანდუმის ფარგლებში ვთანამშრომლობთ ქობულეთის კოლეჯ "ახალ ტალღასთან"სადაც პრაქტიკულად მულაჟებზე განვახორციელებთ მიღებული ცოდნის დემონსტრირებას.ამ პროგრამიდან ერთი გაკვეთილი დაეთმო აუცილებელ სამედიცინო დახმარებას,რაც მეოთხე კლასელებმა დღეს დიდი ყურადღებით მოისმინეს,განახორციელეს სხვადსხვა აქტივობები ადგილზევე, გაიაზრეს 112-ის დანიშნულება .
დაიგეგმა შემდგმი შეხვედრისთვის თემატიკაც .
მადლობა სკოლის ექთანს ქალბატონ თამილა ირემაძეს.ჩვენი უთბილესი და უერთგულესი დიდი ადამიანი....

იაქტიურეთ

"ფრანავაზელებო" გთხოვთ იაქტიუროდ!!!
სრულდება რეგისტრაციები:
1.თანამედროვე ცეკვები,რიტმიკა
2. "ხატვის მოყვარულთა"
3.მოგზაურთა კლუბი.
4."ჩვენ გარემოს შვილები ვართ"
5.თეატრალური სტუდია
6.სპორტული სექციები:მაგიდის ჩოგბურთი,კალათბურთი,ფრემბურთი.
გაიარეთ რეგისტრაცია კლასის კურატორებთან.

თეატრალური სტუდია გიწვევთ

"ფრანავაზელ" მოსწაველთა საყურადღებოდ!!!
3 ოქტომბრიდან განახლდება მუშაობა თეატრალურ სტუდიაში.(მეცადინეობები უფასოა)
გთხოვთ გაიაროთ მსურველებმა რეგისტრაცია კლასის კურატორებთან.

გილოცავთ პედაგოგებო

მადლობა "ფარნავაზის" უცხო ენის კათედრას სამთვიანი არდადეგების ნაცვლად რომ იზრუნეთ სკოლის რეიტინგზე,მოსწავლეთა წარმატებებზე და რათქმა უნდა საკუთარი განვითარებისთვისაც...
ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებთ.
გვიხარიხართ!!!
P.S "ფარნავაზის" ადმინისტრაცია მუდამ ცდილობს,თუმცა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე არ გამოგვდის....
ვიმედოვნებთ შეგვაძლებინებს უფალი..

2022-2023 წელი სიახლეები

2022-2023 სასწავლო წელი "ფარნავაზელებისთვის" და ვფიქრობ მთლიანად ქობულეთისთვის საინტერესო იქნება ("ფარნავაზის" 210 ოჯახი ქობულეთის შვილებია).უამრავი აქტივობები,სტუმრები,ახალი პროგრამები,არაფორმარული განათლების გააქტიურება და .....და....ა.შ.
დაგეგმილი სიახლეების პირველი ეტაპი "სექტემბრის ორი კვირა დაეთმო ინგლისურ ენას.
მეორე ეტაპი: ,ოქტომბრის თვიდან, განხორციელებას დაიწყებს საბუნებისმეტყველო,მათემატიკისა და ქართულის სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის დაგეგმილი აქტივობებით.
აქტიურად ვთანამშროლობთ "ინგლიშ ბუქ ედუქეიშენთან".
სპეციალურად "ფარნავაზის" მოსწავლეებისთვის შერჩეული პროგრამით,რომელიც აჭარაში არც ერთ სხვა კერძო თუ საჯარო სკოლაში არ ისწავლება,(ვერც სახელმძღვანელოების შეძენას მოახერხებენ გარდა ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა,) განათლების სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით, დავიწყეთ ახალი სასწავლო წელი.
ზაფხულის ცხელი დღეების შემდეგ( "ფარნავაზის "პედაგოგები უწყვეტად მთელი საზაფხულო არდადეგების პერიოდში გადიოდნენ ახალი პროგრამების დანერგვის,განხორციელების ტრენინგებს) განახლდა და ახლა უკვე მოსწავლეებთან ჯერდება ახალი პროგრამების ელექტონული ვერსიები....
ინგლიშ ბუქ ედუქეიშენის წარმომადგენელი ქალბატონი მარიამი (სპეციალურად გვსტუმრობს თბილისიდან,როგორც კოორდინატორი ) აქტიურად ჩართულია საგაკვეთილო პერიოდშიც ამ სიახლის გამოყენების დანერგვაში,როგორც დაწყებით კლასებში ასევე ზედა საფეხურზეც..
წინ დიდი გეგმები და საინტერესო მასალაა...
წარმატებას გისურვებთ "ფარნავაზელებო".
განათლება გადაგვარჩენს და თანაც ხარისხიანი განათლება!

გილოცავთ ახალ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას...

  გილოცავთ ახალ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას.შპს "ფარნავაზისთვის" ეს უკვე ოცდა მეშვიდე  სასწავლო წლის დასაწყისია.

მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა,მშვიდობა,წარმატება სასწავლოპროცესში.

კლასის კურატორები მოგაწვდიან კლასების შესაბამისად წიგნების ჩამონათვალს,განთავსდება EDO.PAGEზეც.გთხოვთ თვალყური ადევნოტ სკოლის  Facebook გვერდს,ვებგვერდს და პირად შეტყობინებებს.'

  შეხვედრამდე.

ქვეკატეგორიები